„ბეგიაშვილი და კომპანია“ მდებაროებს თბილისში, საქართველოში. იგი 1995 წლიდან ეწევა იურიდიულ საქმიანობას და სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს ქართულ სამართლებრივ ბაზარზე.
კომპანიის წარმატება განპირობებულია გამოცდილი და მაღალკვალიფიციური გუნდით. ჩვენი თანამშრომლები ათწლეულებია მუშაობენ ქართველ და საერთაშორისო კლიენტებთან, შესაბამისად, კარგად იცნობენ ამა თუ იმ ტრანზაქციებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ სირთულეებს.
კომპანიის საქმიანობა მოიცავს კერძო სამართლის სხვადახვა მიმართულებს. ჩვენი გუნდის უნარები და გამოცდილება ზრუნველყოფს თითოეულ ამ სფეროში კლიენტის ინტერესების მკაფიოდ განსაზღვრას, მოსალდონელი სირთულეების განჭვრეტას და მათ ეფექტურ გადაჭრას.
კომპანიას კლიენტებთან აკავშირებს ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობები. მათი ჩამონათვალი მოიცავს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კორპორაციებს.
„ბეგიაშვილი და კომპანიის“ წარმატების ქვაკუთხედი სწორედ მისი გუნდია. ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიური შრომითა და ინოვაციური მიდგომებით უზრუნველყოფენ იურიდიული მომსახურების მაღალ ხარისხს.
კომპანიის გუნდი ცამეტი იურისტისგან შედგება. თანამშრომელთა დიდ უმრავლესობას აქვს კერძო სამართლის სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ისინი თავიანთი ინტერესების მიხედვით სპეციალიზდებიან ამა თუ იმ სამართლის პრაქტიკაში, რაც განაპირობებს შესაბამისი დარგის ღრმა და ამომწურავ ცოდნას.
ჩვენი თანამშრომლები ჩართულნი არიან სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ ასოციაციებში. ამ ტიპის აქტიურობა უზრუნველყოფს გუნდის ინფორმირებულობას საქართველოს საკანანომდებლო სიახლეების თვალსაზრისით.
"ბი სი ო" მოღვაწეობს სხვადასხვა სამართლებრივ პრაქტიკასა და სფეროში. ჩვენი კომპანია იყო პირველი ქართულ სამართლებრივ ბაზარზე, შესაბამისად ბოლო ოცი წლის მანძილზე მან დააგროვა ტექნიკური ცოდნა და შეიძინა მნიშვნელოვანი კავშირები. ამ ორი ელემნტის კომბინაცია ჩვენს მომსახურებას ხარისხითა და ეფექტიანობით გამოარჩევს. "ბი სი ო" –ს გუნდი მუდმივად ადევნებს თვალს ინდუსტრიულ ტრენდებს ეროვნულ ეკონომიკაში და შესაბამისად გათვითცნობიერებულია შესაბამის საკანონმდებლო სიახლეებში. თითოეულ სამართლებრივ პრაქტიკასა და სფეროში, ჩვენი იურისტები აღჭურვილნი არიან უახლესი ცოდნით და მდიდარი გამოცდილებით, რაც უზრუნველყოფს ჩვენი კლიენტების ჩანაფიქრის რეალურად ქცევას.
ოცწლიანი მუშაობის შემდეგ წარმოგიდგენთ ჩვენს ქართველი და საერთაშორისო კლიენტებს. ჩვენ მოხარული ვიქნებით, გავაგრძელოთ მათთან საქმიანი ურთიერთობა.