შრომა / დასაქმება

ხელშეკრულებები

2013 წელს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანამ და შრომის ინსპექტორის ინსტიტუტის ამოქმედებამ, იურიდიულ კონსულტაციაზე მოთხოვნა მნიშნველოვნად გაზარდა. ჩვენი კომპანია სისტემატურად ეხმარება კლიენტებს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის საკითხებზე, კერძოდ უწევს კონსულტაციას, ამზადებს შრომით ხელშეკრულებებს და მონაწილეობს სასამართლო დავებში. 
ვინაიდან ჩვენი კლიენტები ამყარებენ შრომით ურთიერთობებს საქართველოს ან/ და უცხოეთის მოქალაქეებთან, "ბი სი ო"-ს გუნდს მომზადებული აქვს მრავალი ტიპის შრომითი ხელშეკრულებები და კარგად იცნობს შრომითი ურთიერთობების სპეციფიკას საქმიანობის სხვადასხვა სფეროში. 
კომპანია გასცემს სამართლებრივ რჩევებს შრომით შეღავათებზე, ანაზღაურებასა, და სხვა შრომით საკითხებზე. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ცოდნა სამუშაო პირობებზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოების ზომებზე. 
შრომითი ბინადრობის ნებართვები
უცხოელ კლიენტებს ხშირად სურთ უცხოეთის მოქალაქეთათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არა მხოლოდ ვუწევთ მათ სამართლებრივ დახმარებას, არამედ ვშუამავლობთ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან. 


შრომითი დავები

შრომით დავებში ჩვენს იურისტებს აქვთ როგორც დამსაქმებლის ასევე დასაქმებულის წარმოდგენის გამოცდილება; შესაბამისად, ისინი კარგად იცნობენ ორივე პოზიციის თავისებურებებს. კომპანიის გამოცდილება მოიცავს დავებს: ზიანის ანაზღაურებაზე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაზე, ანაზღაურებაზე, გაფიცვასა და ლოკაუტზე.


მომსახურება
შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით "ბი სი ო" კლიენტებს საჭიროებისამებრ უწევს ნებისმიერი სახის მომსახურებას.  მათ შორის ყველაზე ხშირად შემდეგ საკითხებზე:

  • სამართლებრივი დასკვნების მომზადება ამა თუ იმ შრომით საკითხთან თუ პოზიციასთან დაკავშირებით;

  • არსებული ხელშეკრულების შეფასება ადგილობრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით;

  • შრომითი ხელშეკრულების მომზადება;

  • სამართლებრივი კონსულტაცია საგადასახადო საკითხებზე;

  • სამართლებრივი რჩევა სამუშაო პირობებზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოების სტანდარტებზე;

  • სამართლებრივი დავის გადაწყვეტაში მონაწილეობა მედიაციის/ არბიტრაჟის/ სასამართლოს გზით;

კონტაქტი

დაკავშირებული პრაქტიკები და სფეროები