მშენებლობა
ჩვენი გუნდის მდიდარი გამოცდილება მოიცავს სამშენებლო ინდუსტრიის თითქმის ყველა ვიწრო სამართლებრივ ასპექტს. ბოლო წლებში საქართველოს დაჩქარებულმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია სამშენებლო მრეწველობის სწრაფი განვითარება, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო რიგ საკანონმდებლო ცლვილებებს.
"ბი სი ო" კლიენტებს სთავაზობს კომპლექსურ მომსახურებას სამშენებლო პროექტის ნებისმიერ ეტაპზე. ჩვენი იურისტები აქტიურად არიან ჩართულნი გეგმარებითი და სამშენებლო ლიცენზიების მოპოვებაში, მშენებლობასთან დაკავშირებული რისკების გამოვლენასა და შემდგომ მოლაპარაკებებში ფინანსურ, მუნიციპალურ და ადგილობრივ სახელმწიფო ორგანოებთან. ჩვენი მომსახურება ასევე მოიცავს საპროექტო ხელშეკრულებების შედგენას, რომელშიც განისაზღვრება ზოგადი წესები, მხარეთა (მესაკუთრის, მსესხებლის, პროექტის დეველოპერის, კონტრაქტორისა და ქვეკონტრაქტორის) უფლებები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობა. ჩვენი იურისტები ხშირად იცავენ კლიენტთა ინტერესებს სამშენებლო საკითხებიდან გამომდინარე სასამართლო დავებში.
ყოველდღიური პრაქტიკის პარალელურად, კომპანია მონაწილეობს საქართველოს საჯარო-კერძო თანამშრომლობის კანონმდებლობის მომზადებაში, რომლის ერთერთი მიზანია გააძლიეროს კერძო სამშენებლო კომპანიების ჩართულობა საჯარო ინფრასტრუქტურულ პროექტებში. შესაბამისად, "ბი სი ო"-ს აქვს სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებული სამთავრობო ხელშეკრლებებისა და საჯარო-კერძო თანამშრომლობის საკითხების სიღმისეული ცოდნა.