გადასახადები / საბაჟო

გადასახადები
საგადასახადო კოდექსის დებულებები იძლევა არაერთგვარონი ინტერპრეტაციას საშუალებას, რაც ხშირად ფინანსურად უარყოფითად აისახება ქართულ / უცხოურ ბიზნესზე. ჩვენი მისიაა გამოვიყენოთ საგადასახადო კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა კლიენტთა სასიკეთოდ. 
კომპანია მუდმივად პოულობს ყველაზე ხარჯთეფექტურ გამოსავალს იქნება ეს სტანდარტული ოპერაცია თუ უჩვეულოდ რთული გარიგება. “ბი-სი-ო”-ს იურისტებს აქვთ საერთაშორსო საგასახადო ოპერაციების განხორცილების მდიდარი გამოცდილება, რადგან ჩვენ წარმოვადგენდით არაერთ ქართულ/ უცხოურ პირებს, რომლებიც იძენდნენ, განკარვდნენ და ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას საზღვარგარეთ.
კომპანიის საგადასახადო მომსახურება მოიცავს: ბიზნეს გარიგებების სტრუქტურირებას, საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობების მომზადებას და შეთანხმებას, სამართლებრივი რჩევის მიცემას, საგადასახადო დავებში კლიენტების წარმოდგენას და ა.შ. 
სასამართლო ჩვენი კლიენტების ეკონომიკური ინტერესების დაცვის უკანასკნელი საშუალებაა. სახელმწიფო საგადახადო ორგანოებთან უშედეგო მოლაპარაკებების შემთხვევაში, “ბი-სი-ო”-ს ჰყავს საგადასახადო დავებში განსწავლული გუნდი, რომელთა საპროცესო უნარები კლიენტებისათვის სასურველ შედეგს უზრუნველყოფს.

საბაჟო სამართალი 
ათწლეულების მანძილზე “ბი-სი-ო” კლიენტებს უწევდა საბაჟო მომსახურებას, თუმცა საქართველოს მთავრობის უახლესმა ამბიციურმა წამოწყებებმა მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა კვალიფიციურ საბაჟო და სავაჭრო სამართლებრივ დახმარებაზე. ევროკავშირთან დადებულმა ღრმა და ყოვლისმომცველმა სავაჭრო შეთანხმებამ, მეზობელ ქვეყნებთან (სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი) დადებულმა თავისუფალმა ვაჭრობის შეთანხმებებმა, გამოიწვია საბაჟო რეგულაციების მნიშვნელოვანი ზრდა და ცლვილება.
“ბი-სი-ო”-ს მომსახურება შეუზღუდავად მოიცავს: საბაჟო საწყობების ჩამოყალიბებას და ლიცენზირებას, სხვადასხვა საბაჟო სატარიფო რეჟიმის ქვეშ საქონლის განთავსებას, ხელშეკრულების მომზადებას კლიენტებსა და საბაჟო ბროკერებსა ან საბაჟო მატარებლებს შორის.  


 

ჩვენი მომსახურება:

  • საგადასახადო ორგანოებში რეგისტრაცია;
  • სამართლებრივი დახმარება საგადსასახადო საკითხებზე;
  • საგადასახადო ორგანოებთან მოლაპარაკება;
  • ხელშეკრულებებში საგადასახადო დებულებების მომზადება;
  • ბიზნეს გარიგების სტრუქტურირება;
  • სასამართლო დავები; 

        

კონტაქტი

დაკავშირებული პრაქტიკები და სფეროები

კლიენტები

სასარგებლო ბმულები

დაგვიკავშირდით:

  • 9, ქ. კეკელიძე, თბილისი
  • (+995 32) 225 14 54
    (+995 32) 225 14 55

გამოგვიგზავნეთ წერილი