ბანკები და ფინანსები

ჩვენს იურისტებს აქვთ საბანკო და ფინანსური სამართლის ღრმა ცოდნა, ამ სფეროში საქმიანობის მდიდარი გამოცდილება და უნარები. კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ფინანსური ინსტიტუტების შეუფერხებელ მუშაობას ამ მუდმივად განვითარებად სფეროში, შეუმნას მათ  სიცხადისა და სტაბილურობის განცდა.

საბანკო საქმე

კომერციული ბანკები

საბანკო საქმიანობა საქართველოს საფინანსო სექტორში ყველაზე განვითარებული დარგია. ამჟამად ქვეყნის ტერიტორიაზე აქტიურად მოქმედებს ცხრამეტი კომერციული ბანკი. “ბი-სი-ო” საბანკო სამართალში ჩართულია მისი საქმიანობის ადრეული ეტაპიდან, იმ დროიდან, როდესაც დღესდღეობით წარმატებული ბანკები თავიანთ პირველ ნაბიჯებს დგამდნენ. უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ჩვენი კომპანია შეესწრო საბანკო საქმიანობის სრულიად დერეგულირებულიდან საშუალოდ რეგულირებულ სფეროდ გარდაქმნას. ამის მაგალითია 2008 წლის ფინანსური კრიზის შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ისეთი შემზღუდავი მოთხოვნების ახალი ტალღის მიღება, როგორიც არის კაპიტალის ადეკვატურობის კრიტერიუმები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და ა.შ. 
Bჩვენი გუნდის მომსახურება მარეგულირებელი საკითხებით არ შემოიფარგლება. კომპანია ყოველდღიურ იურიდიულ კონსულტაციას უწევს წამყვან ქართულ ბანკებს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე. “ბი-სი-ო”-ს აქვს საბანკო საქმიანობის კორპორატიულ ნაწილზე მუშაობის დიდი გამოცდილება. ამის მაგალითია,  ჩვენი გუნდის უშუალო მონაწილეობა “ბანკ რესპუბლიკის” “თი ბი სი ბანკის” მიერ შეძენასა და “საქართველოს ბანკის” მიერ “თბილუნივერსალ ბანკის” შეძენაში. ამასთან, “ბი სი ო” ხშირად მონაწილეობს ბანკების ფინანსირების პროექტებში, რომელთა უახლესი მაგალითია “საქართველოს ბანკის”, “თი ბი სი ბანკის” და “ბაზის ბანკის” დაფინანსება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ.  ჩვენი იურიდიული მომსახურება ასევე მოიცავს კლიენტების წარმომადგენლობას, ადმინისტრაციულ ფინანსურ და სხვა სახის სასამართლო დავებში.

საინვესტიციო ბანკები 

კომპანიას აქვს საინვესტიციო ბანკებთან მუშაობის უზარმაზარი გამოცდილება. ჩვენი კლიენტების უმრავლესობა წარმოადგენს ან საინვესტიციო ბანკს ან ქართულ/ უცხოურ კორპორაციებს, რომლებიც მათგან დაფინანსებას იღებენ. განვითარების ბანკები ქართულ ფინანსურ ბაზარზე აქტიურად არიან წარმოდგენილნი; ისინი ჩართულნი არიან საქმიანობის მრავალ სფეროში, ინფრასტრუქტურიდან  სოფლის მეურნეობამდე. “ბი-სი-ო” მომსახურებას უწევდა მსოფლიოს მოწინავე საინვესტიციო ბანკებს, როგორებიც არიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საერთაშორისო რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია, აზიის განვითარების ბანკი და ა.შ. ჩვენი მომსახურება მოიცავს: ეროვნულ კანონმდელბობასთან დაკავშირებით სამართლებრივ კონსულტაციებს, პროექტის ფინანსირების ხელშეკრულებების შედგენაში მონაწილეობის მიღებას და სამართლებრივი დოკუმენტაციის ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას.

 


ფინანსები

 

დაზღვევა
გასული რამდენიმე წლის განმავლობაში “ბი-სი-ო” არაერთ ცნობილ სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობდა. დაზღვევასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ჩვენი იურისტები მოლაპარაკებებში წარმოადგენდენ კლიენტებს და ამზადებდნენ  სამართლებრივ დოკუმენტაციას. ჩვენი გუნდი წამყვან სადაზღვევო კომპანიებს სრულად უზრუნველყოფდა კორპორატიულ საკითხებში. ამასთან, კომპანია აწვდიდა უცხოურ სადაზღვევო კომპანიებს ინფორმაციას ქართული კანონმდებლობის სხვადასვა დეტალებზე, საგადასახადო, შრომით და მარეგულირებელ საკითხებზე.
“ბი-სი-ო” სადაზღვევო სამართლებრივ მომსახურებას უწევს აგრეთვე იმ კლიენტებს, რომლებიც არ მოღვაწეობენ სადაზღვევო ინდუსტრიაში. ჩვენი იურისტები ამოწმებენ და საჭიროებისამებრ შეაქვთ შესწორებები კლიენტების მიერ დადებულ სადაზღვევო ხელშეკრულებებში. 
“ბი-სი-ო” თანამშრომლობდა როგორც საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, აგრეთვე წარმატებულ ქართულ სადაზღვევო კომპანიებთან. ჩვენს კლიენტთა რიცხვში არიან ცურიხის სადაზღვევო გუნდი, “გრას სავოიეს” სადაზღვევო საბროკერო ფირმა, “ეი აი ჯი ეუროპ” და ა.შ. ამასთან, კომპანიის კლიენტურა შედგება ისეთი ცნობილი ქართული კომპანიებისგან, როგორიც არის: “ირაო”, “ალდაგი” და ა.შ.    

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები/ონლაინ სესხები

ჩვენ ვეხმარებით მირკოსაფინანსო/ონლაინ სესხების ინდუსტრიაში ჩართულ პირებს საქმიანობის ეფქტიან წარმართვაში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების/ონლაინ კრედიტების აღმოცენება მოულოდნელი, ხოლო მარეგულირებელი კანონმდელობა მწირი იყო. გასულ წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების/ონლაინ სესხების ქმედებათა შემზღუდავი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რაც მრავალი მათგანისთვის საზიანო აღმოჩნდა. ჩვენი მისიაა დავეხმაროთ მიკროსაფაინანსო ორგანიზაციებს/ონლაინ კრედიტების გამცემ სუბიექტებს წარმართონ საქმიანობა კანონმდებლობით ნებადართულ ჩარჩოში, რაც შეიძლება ნაკლები ხარჯითა და შეზღუდვებით.
კომპანია სამართლებრივ დახმარებას უწევდა ქართულ ბაზარზე მოქმედ წამყვან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს/ონლაინ კრედიტების გამცემ სუბიექტებს, როგორებიც არიან მისო “კრედო”, შპს “სოჰო გრუპ” და ა.შ. იურიდული მომსახურება ძირითადად მოიცავს მარეგულირებელ, კორპორატიულ და საგადასახადო საკითხებს. 

კაპიტალის ბაზრები და ფასიანი ქაღალდები

კაპიტალის ბაზრები საქართველოში ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ განვითარებული, შესაბამისად ამ სფეროში დადებული გარიგებების რიცხვი მცირეა. მიუხედავად ამისა, “ბი-სი-ო”-ს მომზადებული აქვს ფასიანი ქაღალდების ნასყიდობის არაერთი ხელშეკრულება; მეტიც, ჩვენი გუნდი ხშირად უზრუნველყოფს რიგი ფინანსური ინსტრუმენტების სამართლებრივი მხარეს. ამასთან, კომპანია გასცემს სამართლებრივ დასკვნას ფასიანი ქაღალდებით განხორციელებული გარიგებების ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხზე. ჩვენს გუნდს ასევე მომზადებული აქვს არაერთი მოხსენება და კითხვარი ქართულ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. 
 

 

 

კონტაქტი

დაკავშირებული პრაქტიკები და სფეროები

კლიენტები