ინტელექტუალური საკუთრება

ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სამართლებრივი საშუალებების მიმართ ინტერესი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. საზოგადოებაში ხშირია ამ საკითხთან დაკავშირებული კონცეფციების აღრევა და მათზე არასწორი ან არასრული ინფორმაციის ფლობა. "ბი სი ო" სთავაზობს კლიენტებს არამხოლოდ სამართლებრივად სწორ, არამედ კომერციულად პრაქტიკულ რჩევებს, რათა მათ მიიღონ ეკონომიკური სარგებელი თავიანთი ინტელქტუალური შრომის ნაყოფით. ჩვენი გუნდის სამუშაო გამოცდილება მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების თითქმის ყველა ძირითად სფეროს: სასაქონლო ნიშნებს, პატენტებს, რეგისტრირებულ დიზაინს,  საავტორო და მომიჯნავე უფლებებს და ა.შ. 

 "ბი-სი-ო"-ს პატენტებთან, რეგსიტრირებულ დიზაინთან და საავტორო უფლებებთან დაკავშირებული მომსახურების სრული პაკეტი მოიცავს: კონსულტაციების გაწევას, უფლებათა სარეგისტრაციო პაკეტის მომზადებას, დავების წარმართვას, როგორც უშუალოდ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მოქმედი ორგანოს - სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრში – "საქპატენტში", ასევე საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში. 

მართალია სასაქონლო ნიშნის გამოყენებისათვის არ არის აუცილებელი მისი რეგისტრაცია, თუმცა მხოლოდ ეს გზა იძლევა მათი სრულყოფილი დაცვის გარანტიას. სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებით "ბი-სი-ო"-ს იურისტები კლიენტებს ეხმარებიან ინფორმაციის მოძიებასა და იდენტური სასაქონლო ნიშნების შესაძლო რეგისტრაციასთან დაკავშირებით კვლევის წარმოებაში, სარეგისტრაციო განაცხადის და თანდართული დოკუმენტაციის მომზადებაში. ჩვენი მომსახურება ასევე მოიცავს კლიენტის სახელით მონაწილეობას სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ – "საქპატენტთან" ურთიერთობის წარმართვასა და სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებულ დავებში.  
  
"ბი-სი-ო" ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იურიდიულ მომსახურებას უწევდა ისეთ კომპანიებს, როგორიც არის "ჰიუნდაი მოტორ კომპანი" (Hiundai Motor Company), შპს "ფილიპ მორის საქართველო" (LLC Philip Morris Georgia), სს "ლაღიძე". ამასთან ერთად, ჩვენ ხშირად ვუწევთ კონსულტაციებს ხელოვნებისა თუ მეცნიერების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პირებს.

კონტაქტი

დაკავშირებული პრაქტიკები და სფეროები

კლიენტები