კორპორატიული

შერწყმა/ შეძენა

კომპანიის ოცწლიანი სამუშაო გამოცდილება მოიცავს სხვადახვა სფეროში მოღვაწე კლიენტებისათვის მრავალი საკვანძო დოკუმენტის მომზადებას (წესდება, პარტიონერთა შეთანხმება და ა.შ).ჩვენი გუნდი კლიენტებს სთავაზობს ჩქარ და ეფექტიან მომსახურეობას განურჩევლად იმისა თუ კორპორატიული სამართლის რომელ ასპექტთან გვაქვს საქმე, იქნება ეს შექმნა, შეძენა, რეორგანიზაცია თუ შემდგომი ადმინისტრირება. კომპანიას განხორციელებული აქვს ურთულუსი შერწყმა/ შეძენის პროექტები, როგორც ქართული, ასევე უცხოური იურიდიული პირების მონაწილეობით.

 

პრივატიზაცია

სახელმწიფოს საკუთრებაში დიდი რაოდენობით არსებული ქონება საბჭოთა წარსულის დამსახურებაა. 1990-იანი წლებიდან დაიწყო პრივატიზაციის პროცესი, რომლეშიც დღემდე ინტენსიურად მიმდინარეობს. "ბი-სი-ო", უკვე ოცი წელია, რაც ამ სფეროში აქტიურად არის ჩართული. ჩვენი კომპანია ორგანიზებას უწევს კონსორციუმების შექმნას, ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო საბუთების მომზადებას (ბიზნეს გეგმა, ანალიზი, მონაწილეების სიის შედგენა და ა.შ). ჩვენ მომსახურება ასევე მოიცავს მხარეთა შორის მოლაპარაკებების გამართვას, საფუძვლიანი კვლევითი დოკუმენტის მომზადებას, საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილ პროცედურებში მონაწილეობასა და საქმის გაძღოლის გამოცდილებას.

 

გადახდისუნარიანობა/ ლიკვიდაცია

საქმიანობის შეწყვეტა ბიზნესის ციკლის ერერთი ბუნებრივი ნაწილია. გადახდისუუნარობის, ლიკვიდაციის თუ რეორგანიზაციის საკითხებში კომპანიის დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე,  "ბი-სი-ო"-მ დამსახურებულად დაიმკვიდრა თავი ქართულ ბაზარზე, როგორც ამ სფეროს მოწინავე სპეციალისტმა.

 

კორპორატიულ საკითხებთან დაკავშირებული მომსახურება მოიცავს:

  • იურიდიულ კონსულტაციებს ინკორპორაციამდე;
  • რეგისტრაციას / ცვლილებებს რეგისტრაციის დეტალებში;
  • ფილეალების დაფუძნებას / წარმომადგენლობის გახსნას;
  • საგადასახადო ორგანოებში რეგისტრაციას;
  • საწესდებო კაპიტალის გაზრდას / შემცირებას;
  • წესდების მომზადებას;
  • პარტნიორთა შეთანხმების მომზადებას;
  • გარიგების სტრუქტურირებას;
  • აქციების შეძენის ხელშეკრულების მომზადებას და მასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გამართვას;
  • ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მომზადებას;
  • საფუძვლიანი კვლევითი დოკუმენტის მომზადებას;
  • სრულ სამართლებრის დახმარებას გადახდისუუნარობის/ რეაბილიტაციის პროცესში;
  • სრულ სამართლებრივ დახმარებას ლიკვიდაციის/ რეორგანიზაციის საკითხში;
  • სხვა შესაბამისი სამართლებრივი საბუთების მომზადებას;

კონტაქტი

დაკავშირებული პრაქტიკები და სფეროები

კლიენტები