დავების გადაწყვეტა

"ბი-სი-ო"-ს გამოცდილი იურისტები იცავენ თავიანთი კლიენტების ინტერესებს საქართველოს ნებისმიერ ნაწილსა და სასამართლოს ყველა ინსტანციაში. ჩვენს გუნდს ასევე აქვს კონსტიტუციური სასამართლოსათვის სამართლებრივი დოკუმენტეციის მომზადების გამოცდილება.

სასამართლო დავა

სასამართლო დავები ჩვენი მომსახურების განუყოფელი ნაწილია, რომლებშიც წარმოვადგენთ ნებისმიერ დარგში მოღვაწე კლიენტებს. კომპანიის იურისტებს აქვთ  როგორც სამოქალაქო ასევე ადმინისტრაციულ დავების წარმოების მდიდარი პრაქტიკა. "ბი-სი-ო"-ს გამოცდილება შეუზღუდავად მოიცავს მსხვილი ნავთობისა და გაზის მწარმოებლების, პორტებისა და სხვა უცხოური თუ ქართული კომპანიების სადაზღვევო დავებს.

ჩვენი გუნდი მუდმივად ცდილობს თვალი ადევნოს კერძო სამართლის საერთაშორისო პრაქტიკის განვითარებას. მეტიც, ჩვენი იურისტები არიან მოწინავეები სასამართლო პროცესის ტექნიკური სიახლეების დანერგვაში. მაგალითად "ბი-სი-ო"-მ საფუძველი დაუდო უცხოეთში მიმდინარე სასამართლო დავის დახმარების მიზნით ქართული სასამართლოების მიერ შუალედური ზომების მიღების პრაკტიკას. ამასთან ერთად, ჩვენი იურისტები ხშირად აწარმოებენ საზღვარგარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო ან სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებას.

დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები 

კომპანია აქტიურად იყენებს დავის გადაწყვეტილების ალტერნატიულ მექანიზმებს და ჩართულია მისი პოპულარიზაციის კამპანიაში. ჩვენს იურისტიებს აქვთ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში (მაგალითად: პარიზის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო) მონაწილეობის გამოცდილება. ამასთან ერთად, ისინი მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში არბიტრების რანგში. აღსანიშნავია, რომ "ბი-სი-ო"-ს დამფუძნებელი თავჯდომარეობდა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს. 

გადახდისუუნარობა

ჩვენი მომსახურება ასევე მოიცავს გადახდისუუნარობს საქმის წარმოებას. "ბი-სი-ო" იღებს სრულ პასუხისმგებლობას სასამართლო პროცედურების დროულ და სწორ წარმართვაზე.

კონტაქტი

დაკავშირებული პრაქტიკები და სფეროები

კლიენტები