ნავთობი და გაზი

საქართველოში მდებარე საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე პროექტების გამო. (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და სამხრეთის გაზის დერეფანი, კვალიფიციურ სამართლებრივ მომსახურებაზე მუდმივად დიდი მოთხოვნა იყო). ჩვენს იურიდიულ ფირმას, როგორც ერთერთ პირველს ქართულ სამართლებრივ ბაზარზე, მიეცა შესაძლებლობა არა მხოლოდ გაეწია იურიდიული დახმარება, არამედ წვლილი შეეტანა ნავთობისა და გაზის კანონმდებლობის განვითარებაში. ბოლო 20 წლის განმავლობაში საერთაშორისო ნავთობისა და გაზის კომპანიებთან თანამშრომლობით და ამ სფეროში უწყვეტი საქმიანობით "ბი-სი-ო"-მ ნავთობსა და გაზში შეიძინა ტექნიკურ-სამართლებრივი ცოდნა.

ჩვენი კომპანია თამშრომლობდა საერთაშორისო კომპანიებთან, როგორიც არის "ბრითიშ პეტროლეუმი" (British Petroleum), "ბლეიკ ოილ ენდ გაზ კორპორეიშენ" (Blake Oil and Gas Corporation), "ჯინდალ პეტროლეუმ" (Jindal Petroleum), "ვექტრა პეტროლეუმ" (Vectra Petroleum) და სხვა. ამჟამად, საქართველოში მოღვაწე ხუთი არა-რეზიდენტი ნავთობ მწარმოებელი კომპანიიდან ორს სამართლებრივ დახმარებას "ბი-სი-ო" უწევს. ჩვენი კლიენტურა ასევე მოიცავს წარმატებულ ქართულ კომპანიებს. 

 

 

 

ნავთობისა და გაზის სფერო მკაცრად რეგულირებულია სახელმწიფოს მიერ, შესაბამისად ამ სფეროში საქმიანობა მოითხოვს ინტენსიურ სამართლებრივ დახმარებას. "ბი-სი-ო" კლიენტებს სთავაზობს იურიდიული მომსახურების სრულ პაკეტს, რომელიც მოიცავს:

  • რეპორტების მომზადებას;
  • სამართლებრივი დასკვნის მომზადებას (ნავთობისა და გაზის კანონმდებლობასთან დაკავშირებით);
  • ლიცენზიების და ნებართვების მოპოვებას;
  • საოპერაციო შეთანხმებების და ერთიანი საოპერაციო შეთანხმებების მომზადებას;
  • პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მომზადებას;
  • კვლევა-ძიების შეთანხმების მომზადებას;
  • სახელმწიფო ნავთობისა და გაზის სააგენტოსთან წერილობითი ურთიერთობა და მოლაპარაკებების წარმოება;
  • ნავთობისა და გაზის სააგენტოსთან წერილობითი ურთიერთობა და მოლაპარაკებების წარმოება;
  • ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული გადასახადები;
  • კორპორატიული საკითხები;
  • შრომითი საკითხები;
  • დავების გადაწყვეტა არბიტრაჟის, მედიაციის, სასამართლოს გზით;
  • ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან სხვა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული საკითხები;

კონტაქტი

დაკავშირებული პრაქტიკები და სფეროები

კლიენტები