მარეგულირებელი
,,ბი სი ო"-ს გუნდს აქვს დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოებში კლიენტთა ინტერესების დაცვის მდიდარი გამოცდილება. ჩვენ მათ ვეხმარებით როგორც ცალკეული ნებართვებისა და ლიცენზიების მოსაპოვებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და წარდგენაში, ასევე კანონმდებლობის მნიშვნელოვანი საკითხების განმარტებაში და მარეგულირებელ ორგანოებთან მოლაპარაკების წარმოებაში. ცალკეული პროექტის მიმდინარეობის შესაბამის ეტაპზე ჩვენ წარმოვადგენთ კლიენტს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან, კერძოდ: საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, კონკურენციის სააგენტოში, საქართველოს ეროვნულ ბანკში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში, სახელმწიფოს ქონების ეროვნულ სააგენტოში და ა.შ. ჩვენი იურისტები ასევე იცავენ კლიენტთა ინტერესებს მარეგულირებელ ორგანოებთან დავებში, როგორც ამ ორგანოების შიგნით, ასევე საერთო სასამართლოების სისტემაში.
ჩვენი მომსახურება:
- სამართლებრივი რჩევა სახელმწიფო ორგანოთა პრაქტიკასთან დაკავშირებით;
- მარეგულირებელი კანონმდებლობის მნიშვნელოვანი საკითხების განმარტება;
- სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება და შემოწმება;
- ლიცენზიების და ნებართვების მიღებაში სამართლებრივი დახმარება;
- მოლაპარაკება და კომუნიკაცია;
- სახელმწიფო ორგანოთა გადაწყვეტილებებისა და მოქმედების გასაჩივრება;