ენერგეტიკა
"ბი-სი-ო" ხელმძღვანელობდა ქართულ ენერგო სექტორში განხორციელებული საკვანძო გარიგეგების იურიდიულ მხარეს. ბოლო წლებში ენერგო ინდუსტრიაში ბიზნეს საქმიანობა შესამჩნევად გააქტიურდა, რაც გარკვეულწილად ენერგეტიკის საქართველოს მთავარ ბუნებრივ რესურსად აღიარებას უკავშირდება. ენერგეტიკის სფეროში რამდენიმე წლიანი უწყვეტი საქმიანობის შედეგად, ჩვენმა იურისტებმა ამ სფეროში შეიძინეს მდიდარი გამოცდილება.
ჩვენი პრაქტიკა არ შემოიფარგლება მხოლოდ ტრადიციული ენერგო წარმოების საშუალებებით. "ბი-სი-ო"-ს მონაწილეობით განხორციელდა რამდენიმე მნიშნელოვანი პროექტი განახლებადი ენერგიის დარგში. საქართველოში პირველი ქარის ენერგო სადგურების მშენებლობა სამართლებრივად უზრუნველყო ჩვენმა გუნდმა.
კომპანია იურიდიულ მომსახურებას უწევდა საქართველოს ენერგო ბაზრის მთავარ მონაწილეებს. ჩვენ ვთანამშრომლობდით "ენერგო პროსთან", რომელსაც უჭირავს ეროვნული ენერგო დისტრიბუციის 40%. პროექტი მოიცავდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ჰიდრო ელექტრო სადგურების გამოსყიდვას. ასევე "ბი სი ო" -მ სამართლებრივად უზრუნველყო საქართველოში უმსხვილესი ენერგო დისტრიბუტორის, "ეი-ი-ეს თელასის" რეფინანსირების პროექტი.
ქართულ ენერგო სექტორში საქმიანობით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ ყოვლისმომცველ სამართლებირვ დახმარებას. ჩვენს გუნდს გააჩნია მნიშვნელოვანი გამოცდილება:
- საფუძვლიანი შესწავლის წარმოება და შესაბამისი დოკუმენტის მომზადება (Dუე Dილლიგენცე ღეპორტ);
- სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება და მათი გადახედვა;
- ლიცენზიები და ნებართვები;
- პრივატიზაციაში დახმარება;
- ენერგიის შემსყიდველი შეთანხმების მომზადება;
- გადაცემისა და დისპეჩერიზაციის შეთანხმებების მომზადება;
- პროექტის ფინანსირება
- ფინანსირებისა და უზრუნველყოფის შეთანხმებების მომზადება
- სამართლებრივი დასკნების მომზადება
- ზოგადი რჩევის მიცემა ყველა პროექტთან დაკავშირებულ საკითხზე;