პროექტის ფინანსირება

ჩვენს კომპანიას მდიდარი გამოცდილება გააჩნია საინვესტიციო პროექტების დაფინანსების სფეროში. ბოლო ოცი წლის განმავლობაში „ბი სი ო"-მ სამართლებრივი მხარდაჭერა აღმოუჩინა როგორც ინვესტორებს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგში განხორციელებული უმსხვილესი საინვესტიციო პროექტების ფარგლებში. 
    
საქართველო მსოფლიო ბანკის რეიტინგით მაღალი საშუალო შემოსავლის ქვეყნების კატეგორიას მიეკუთვნება, რაც განაპირობებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და კომერციული ბანკების ჩართულობას  საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგის დაფინანსებაში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტელეკომუნიკაციები, საბანკო სექტორი, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა.  
"ბი სი ო"-ს გუნდი სამართლებრივ მომსახურებას უწევს კლიენტებს საინვესტიციო პროექტების თითქმის ყველა ეტაპზე, იქნება ეს საპროექტო თუ უშუალოდ ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება, შესაბამისი მოლაპარაკებების წარმართვა, მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობა და სხვა.

საინვესტიციო პროექტებში "ბი სი ო"-მ არაერთხელ წარმოადგინა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, [გიორგიმ ჩასვას].  ამ მიმართულებით, ჩვენი კომპანია ხშირად თანამშრომლობს მსოფლიოს მოწინავე იურიდიულ ფირმებთან, როგორიც არის უაით ენდ ქეის, კლიფორდ ჩანსი, ნორტონ როუზი და ა.შ.

კონტაქტი

დაკავშირებული პრაქტიკები და სფეროები

კლიენტები

დაგვიკავშირდით:

  • 9, ქ. კეკელიძე, თბილისი
  • (+995 32) 225 14 54
    (+995 32) 225 14 55

გამოგვიგზავნეთ წერილი