ტელეკომუნიკაციები

ოცი წლის განმავლობაში ჩვენმა კომპანიამ დააგროვა დიდი გამოცდილება ტელეკომუნიკაციების სფეროში. ტელეკომუნიკაციების  მნიშვნელობის ზრდამ ქართულ ბაზარზე თავისი კვალი დატოვა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მსხვილი საერთაშორისო და ეროვნული საწარმოები აქტიურად მოღვაწეობენ ამ სფეროში, რაც თავისმხრივ განაპირობებს სამართლებრივ დახმარებაზე მზარდ მოთხოვნას. ჩვენი გუნდი განუწყვეტლივ უწევდა იურიდიულ მომსახურებას მობილური ქსელების ოპერატორებს, ინტერნეტ პროვაიდერებს, ფინანსური სატელეკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორებს და ა.შ. 
კომპანიის მომსახურება უმეტესწილად დაკავშირებულია რეგულირებასთან. “ბი სი ო” კლიენტებს ეხმარება საქართველოს ტელეკომუნიკაციის ეროვნული კომისიისგან ლიცენზების, ნებართვებისა და ავტორაზიაციის მოპოვებაში. ამასთან ერთად, ჩვენი გუნდი გათვითცნობიერებულია სატელეკომუნიკაციო მომსახურებასთან, ოპტიკურ-ბოჭკოვან სატელოკომუნიკაციო ქსელებთან, ხმოვან და სახვით მონაცემებთან, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობასთან, სიხშირეებსა და ნუმერაციის რესურსთან დაკავშირებულ საკიხებში. “ბი სი ო”-ს იურისტების პრაქტიკა ასევე მდიდარია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების (ჯარიმების, გადაწყვეტილებების და ა.შ) წარმატებით გასაჩივრებით. 
ჩვენი უახლესი გამოცდილება ტელეკომუნიკაციების სფეროში მოიცავს წამყვან მობილური ქსელების ოპერატორზე – “მაგთიკომ” –ზე სამართლებრივი შეფასების დოკუმენტის მომზადებას. “ბი-სი-ო” ყოველდღიურ სამართლებრივ დახმარებას უწევს “საქართველოს ფინანსურ სატელეკომუნიკაციო კომპანიას - სვიფტის მომსახურების ბიუროს”

 

კონტაქტი

დაკავშირებული პრაქტიკები და სფეროები

კლიენტები

სასარგებლო ბმულები

დაგვიკავშირდით:

  • 9, ქ. კეკელიძე, თბილისი
  • (+995 32) 225 14 54
    (+995 32) 225 14 55

გამოგვიგზავნეთ წერილი