ჩვენ შესახებ
1995 წლის 26 აგვისტოს დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნებულმა ახალგაზრდა და ენერგიულმა ადვოკატმა, „ნაბაროში“ (წამყვანი საერთაშორისო იურიდიული კომპანია) მუშაობის გამოცდილებით, საფუძველი ჩაუყარა იურიდიულ ფირმას - „ბეგიაშვილი და კომპანია“. შექმნის დღიდან კომპანია არა მხოლოდ იურიდიულ მომსახურებას ეწევა, არამედ აქტიურად შეაქვს წვლილი იმ საზოგადეობის კეთილდღეობაში, რომელშიც მოღვაწეობს.
ვინაიდან „ბეგიაშვილი და კომპანია“ ქართულ სამართლებრივ ბაზარზე ერთერთი პირველი იყო, იგი მომსახურებას უწევდა ქვეყანაში მოქმედი საწარმოების დიდ უმრავლესობას. ეს ფაქტი ჩვენს იურისტებს დაეხმარა პროფესიულ ზრდასა და გამოცდილების მიღებაში. ოცი წლის განმავლობაში ჩვენ ახლოს ვადევნებდით თვალს სამართლის თითქმის ყველა სფეროს განვითარებას. შედეგად მივიღეთ ქართულ კანონმდებლობაში ღრმად განსწავლული პროფესიონალები.
იურიდიულ ფირმებს შორის არსებული უზარმაზარი კონკურენციის მიუხედავად, „ბეგიაშვილი და კომპანია“ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. ჩვენი გუნდი გამოირჩევა გამოცდილებით, ცოდნითა და პასუხისმგებლობით. „ბი-სი-ო“-ს იურისტები იცავენ კლიენტების ინტერესებს ნებისმიერ დროსა და გარემოში.
სახელმწიფო სააგენტოებთან, კორპორაციებთან და კოლეგა იურისტებთან მუშაობის ოცზე მეტი წლის განმავლობაში, ჩვენ შევიძინეთ მრავალი მნიშვნელოვანი კავშირი, რაც გვეხმარება საქმიანობის ჩქარ და ეფექტურ წარმართვაში. ყოველივე ზემოთჩამოთვლილის შედეგად, ჩვენთან მუშაობა სასიამოვნო, ხოლო მომსახურება ხარისხიანია.
ვინაიდან „ბეგიაშვილი და კოპანიის“ ისტორია სავსეა საქართველოში მოქმედიადგილობრივ და საერთაშორისო საწარმოებთან მუშაობის გამოცდილებით, კომპანიის თანამშრომლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ქალაქში თუნდაც ხანმოკლე გასეირნება მათ სამსახურთან ასოცირდება. იურიდიული საქმიანობის ორი ათწლეულის შემდეგ, ჩვენ მხოლოდ მადლიერებით ვართ აღსავსე ყველა ჩვენი კლიენტის მიმართ, რადგან მათ გამოგვიცხადეს ნდობა და გაგვიხსნეს ახალი ჰორიზონტები.