გუნდი

„ბეგიაშვილი და კომპანიის“ წარმატების ქვაკუთხედი სწორედ მისი გუნდია. ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიური შრომითა და ინოვაციური მიდგომებით უზრუნველყოფენ იურიდიული მომსახურების მაღალ ხარისხს.

კომპანიის გუნდი ცამეტი იურისტისგან შედგება. თანამშრომელთა დიდ უმრავლესობას აქვს კერძო სამართლის სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ისინი თავიანთი ინტერესების მიხედვით სპეციალიზდებიან ამა თუ იმ სამართლის პრაქტიკაში, რაც განაპირობებს შესაბამისი დარგის ღრმა და ამომწურავ ცოდნას.

ჩვენი თანამშრომლები ჩართულნი არიან სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ ასოციაციებში. ამ ტიპის აქტიურობა უზრუნველყოფს გუნდის ინფორმირებულობას საქართველოს საკანანომდებლო სიახლეების თვალსაზრისით.