არჩილ ბეგიაშვილი
სამართლის სფეროები |
|
არჩილის შესახებ |
არჩილმა "ბეგიაშვილი და კომპანია"- ში მუშაობა დაიწყო 18 წლის ასაკში, როგორც სტაჟორმა და ერთი წლის განმავლობაში იგი მუშაობდა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე. მას შემდეგ, რაც მან მიიღო გრონინგენის უნივერსიტეტის საერთაშორის და ევროპული სამართლის ბაკალავრის ხარისხი, იგი 2016 წელს დაბრუნდა კომპანიაში და დღეს ის მუშაობს უმცროსი იურისტის პოზიციაზე. პროფესიული ზრდა და განვითარება არჩილის მთავარი ამოცანაა. 2016 წლის დეკემბერში, მან წარმატებით ჩააბარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა. იგი სისტემატურად ესწრება პროფესიულ კურსებს სამართლის სხვადასხვა დარგებში, რათა არ ჩამორჩეს მათ განვითარებას. ამის უახლესი მაგალითია, "კრესტონ ქონულთინგ გრუფ"-ის მიერ ორგანიზებული საგადასახადო სამართლის ექვსთვიანი ინტენსიური კურსი. რაც შეეხება სამსახურს გარეშე საქმიანობას, არჩილი არის გრონინგენის უნივერსიტეტის წარმომადგენელი საქართველოში. იგი ასევე აქტიურად მონაწილებოდა "Amnesty International"-ის სტუდენტურ ჯგუფში, ნიდერლანდებში სწავლის დროს. არჩილი თავისუფლად ლაპარაკობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. |
სამუშაო გამოცდილება |
აგვისტო, 2016 - დღემდე "ბეგიაშვილი და კომპანია" ივლისი, 2014 - აგვისტო, 2014 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სექტემბერი, 2012 - ივნისი, 2013 "ბეგიაშვილი და კომპანია" |
პროფესიული ასოციაცია |
წარმატებით ჩააბარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა. |
განათელბა |
სექტემბერი, 2013 - ივლისი 2016 გრონინგენის უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი, ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო და ევროპულ სამართალში სექტემბერი, 2015 - იანვარი, 2016 ჩარლზის უნივერსიტეტი პრაღაში, სამართლის ფაკულტეტი, გაცვლითი სემესტრი; სექტემბერი, 2012 - ივლისი, 2013 ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი, მოიპოვა სწავლის 100% გრანტი ერთიან ეროვნულ გამოცდებში გამორჩეული შედეგებისთვის; |
ენები |
ქართული; ინლისური; თავისუფლად; |